ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
IOTA დეცენტრალიზირებული გახდება
ვრცელდება ინფორმაცია, რომ IOTA-მ თავისი ქსელის დეცენტრალიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით ის საკოორდინაციო კვანძის არსებობას გამორიცხავს. IOTA Tangle-ის ეს ნაწილი ტრანზაქციების შეკვეთაზე არის პასუხისმგებელი და, ამასთანავე, რიგ პრობლემებს ჰქმნის. IOTA-მ პროცესი უკვე გაუშვა და ქსელიდან კვანძის ამოღებას მომავალ წელს გეგმავს.
Bitcoin Cash-ის მომავალი აპოკალიფსურია
თავდაპირველად, ნოემბრის დასაწყისში, Bitcoin Cash (BCH)-ის ფასი იზრდებოდა. ინვესტორები მოსალოდნელი ფორკის დაწყებამდე აქტივებს აგროვებდნენ, რადგან გაყოფის შემდეგ მათ ახალი კრიპტოვალუტა BSV გადაეცემოდათ საჩუქრად. მაშ რატომ დაეცა ფასი 81%-ით ?