15 ოქტომბერს TRX-ს ფასის კლება ეგრევე აისახა, მას შემდეგ, რაც ის 0.030$ ნიშნულამდე გაიზარდა. 0.026$ ნიშნულის ქვემოთ დაეშვა და 0.026-სა და $0.024-ს შორის დიაპაზონში დაიწყო კონსოლოდაცია
მოცემულ მომენტში ჩვენ ხარულ დინამიკას ვერ ვხედავთ, რომელიც TRX-ს ფასს შესაძლოა მიწოლოდა და 0.026$-ის ნიშნულის ზემოთ აეყვანა. ამავდროულად, ჩვენ ვერც საკმარის დათვურ ზეწოლას ვხედავთ, რასაც ფასის კლება $0.024-ის ქვემოთ მოჰყვებოდა

ამ დროისთვის აქტივის ფასის მომატებისთვის დიდი რაოდენობით მყიდველია აუცილებელი, რომელიც წინაღობის გადალახვაში გაუწევს დახმარებას და ფასს $0.028-მდე აწევს. თუ ძლიერი დათვის იმპულს ვიხილავთ, მაშინ ფასი შეიძლება $0.022-მდე დაეცეს.
დღეს გრაფიკები დათვურ ხახიათს აჩვენებდა, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასი ნიშნულ $0.024-სკენ მოძრაობდა, ახალი დათვური შანდლები ყალიბდებოდა, რომლებიც ფასის ეტაპობრივ კლებაზე მიუთითებდა. დათვები თანდათან ბაზრის კონტროლს ეუფლებოდნენ.
მოცემულ მომენტში ფასი ათი დღის საშუალო სრიალასა და ორმაცდაათდღიანი საშუალო სრიალაზე ქვემოთ მდებარეობს, მაგრამ ისინი გაყოფილები არ არიან, რაც კონსოლიდაციის გაგრძელებაზე გვანიშნებს. სტოჰასტიკის მაჩვენებელი 20-ის ზემოთ მდებარეობს, მისი ხაზები ქვემოთკენ არის მიმართული, რაც გაყიდვის სიგნალს ნიშნავს..
მასალების მიხედვით https://zycrypto.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 13.11.2018-სთვის
დათვური განწყობა ალტკოინების ფასებზე განაგრძობს ზეწოლას და დღეს, მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, მომდევნო დონის მხარდაჭერასთან აღმოჩნდება.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 26.12.2018-სთვის
შესაძლებელია , რომ ბაზრის ზრდა, კვლავ საკვანძო წინააღმდეგობის დონეებზე დათვების რეაქციაზე იყოს დამოკიდებული. თუ მყიდველები ფსიქოლოგიურ დონეებს ბრძოლის გარეშე დათმობენ , მაშინ ბაზარი მწვანე სივრცეში დარჩება.