BTC/USD
გუშინდელი დღის განმავლობაში BTC-ის ფასის კონსოლიდაცია იასამნისფერი სხივის თავზე ხდებოდა, ნიშნულზე 3241.00 USD. საღამოს გაყიდვების მოცულობამ ზრდა დაიწყო, დათვური ზეწოლა გაიზარდა, წყვილმა გაარღვია აღნიშნული მხარდაჭერა და ნიშნულზე 3135.55 USD ახალი წლიური მინიმუმი დაამყარა. დღეს ღამით, მინიმალური მნიშვნელობიდან Bitcoin–ს არც ისე ურიგოდ ყიდულობდნენ. BTC-ის მასმა იასამნისფერ სხივისკენ დაიხია, რომელიც ამჟამად ერთგვარი წინაღობის როლს ასრულებს. მისი ფარგლების გადალახვის პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო.
დღეს კონსოლიდაცია გრძელდება და როგორც მოსალოდნელია წინააღმდეგობის გარღვევა ვერ მოხერხდება. შაბათ-კვირას ჩვენ გველოდება გვერდული რყევა რომელიც წლიური მინიმუმის დონესა და იასამნისფერ სხივს 3241.00 USD შორის დიაპაზონში იქნება მოცემული. თუ აზიურ სესიაზე გაყიდვების ტალღა განმეორდება, ასეთ შემთხვევაში წლიური მინიმუმი განახლდება ნიშნულამდე 3100.00 USD.
XRP/USD
გუშინ Ripple-ის ფასი ყვითელ დერეფანში დარჩენას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. გუშინ საღამოს ქვედა საზღვარზე მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა. მყიდველებმა ვერ მოახერხეს წყვილის პოზიციების შენარჩუნება და XRP-ის ფასი 0.280 USD მხარდაჭერის ნიშნულამდე დაეცა. ვვარაუდობთ, რომ 0.290 USD ნიშნულამდე ასვლის შემდეგ, დაშვება მინიმუმის ზონაში განახლდება. დღის განმავლობაში ფასის კონსოლიდირება მხარდაჭერის ზღვარზე 0.280 USD მოხდე, რაც გარკვეულ წილად მის მდგრადობას შეამოწმებს.
ETH/USD
გუშინდელმა დათვურმა გარღვევამ 77.00 USD სამიზნე ნიშნულს ვერ მიაღწია. წყვილის დაღმასვლა მინიმუმზე 80.90 USD შეჩერდა. ასხლეტა 84.00 USD დონით შემოიფარგლება და ETH-ის ფასის კლება კვლავ გაგრძელდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი კვირის დასაწყისისთვის Ethereum-ი 77.00 USD მიზნობრივ ნიშნულზე ახალ წლიურ მინიმუმს დაამყარებს.* -* *ფასების ყველა მნიშვნელობა ბირჟა BitStamp-ზე დაყრდნობითაა მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 01.12.2018-სთვუს
ფასების გუშინდელმა ვარდნამ ვიწრო დიაპაზონში მოიყარა თავი და აღდგენის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა ამავდროულად მხარდაჭერის ქვედა კრიტიკული დონის გარღვევა - კორექციის გაუქმების შედეგია.