ოპციონების, რომელიც სავაჭრო პლატფორმა LedgerX-ზე თითქმის $1 მილიონად, შარშან ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, შეძენილი მოქმედების ვადა 2018 წლის 28 დეკემბერს იწურება. იმისთვის, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ბიტკოინის ფასის ღირებულების გაზრდას $50000-მდე ვარაუდობდნენ, მოგება ნახონ, აქტივის ფასმა 1400%-ით უნდა მოიმატოს.
კრიპტოვალუტური ფონდი BlockTower Capital-ის მენეჯერმა არი ჩოუ პოლმა, აღნიშნა, რომ ყიდულობდა ოპციონებს, რათა ამასობაში ფონდის ბიტკოინები გაეყიდა. 2017 წლის დეკემბრის CNBC-ს ინტერვიუში, პოლმა განაცხადა, რომ იმ მომენტში გარიგებამ მოგება მოუტანა, ასევე დაეხმარა ბაზრის დავარდნის შემთხვევაში რისკების შემცირებაში, ხოლო ბიტკოინის ფასის მომატების შემთხვევში $50 000-მდე - საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღოს.
იმ მომენტისთვის ბიტკოინი $16 200-ზე ვაჭრობდა მას მერე ვირტუალური მონეტა დათვების მუდმივ წნეხს განიცდის, Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ამ პარასკევს ბიტკოინის ფასი კიდევ 7%-ით $3360 -მდე დაეცა.
პოლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის აქტივების პორტფელის მმართველი, თავისი ფონდის მუშაობის შედეგების კომენტარისგან თავს იკავებს. BlockTower-ის წარმომადგენლებმაც ასევე უარი განაცხადეს კომენტარზე.
აშშ-ში ბიტკოინების ოპციონების პირველმა რეგულირებადმა ბირჟის LedgerX-ის თანამშრომლებმა, უარი განაცხადეს ოპციონების გამყიდველის და მყიდველის იდენტიფიცირების შესახებ, მაგრამ დაადასტურეს $12.75 მილიონის გარიგების ფაქტი.
ჩვენ ამ წარმოუდგენელი გარიგების შესახებ ვწერდით 20.12.2017-ის სტატიაში
მასალების მიხედვით www.iol.co.za
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის კრახი გრძელდება
ბიტკოინ-ხარებისთვის ეს რთული კვირა, რთული თვე და მთლიანობაში რთული წელიწადი იყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 6,4 %-ით შემცირდა. ანუ 18,7 %-ით უკანასკნელი თვის და 76,2 %-ით მიმდინარე წლის განმავლობაში. შემცირების ზღვრულმა მინიმუმმა 83,5 %-ი შეადგენდა. ისააკ ნიუტონს აქვს ნათქვამი „ყველაფერი რაც მიდის მაღლა, ადრე თუ გვიან დაბლა დაბრუნდება“ - კრიპტოვალუტა ამ თეორიას ზუსტად იმეორებს.
მოსაზრება: დღეს ბიტკოინი - ეს ლატარიის ბილეთია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და ეკონომიკის ამჟამინდელი პროფესორი კენეტ როგოფი თვლის, რომ მოცემული მომენტისთვის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იგივეა რაც „ლატარიის ბილეთი“.