ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
კომპანია Telefónica IBM-ის ბლოკჩეინ პლატფორმას IBM Cloud-ის საშუალებით რეალურ დროში თითოეულ საერთაშორისო ზარს, მისი წარმოშობის ქვეყანას, დანიშნულებასა და ხანგრძლივობას დეცენტრალიზირებულ პლატფორმაზე ასახავს, რაზედაც ჯაჭვის ოპერატორებს ექნებათ წვდომა. მოსალოდნელია, რომ პლატფორმა ინფორმაციის დაკარგვის რისკებს, დროსა და სახსრებს შეამცირებს ისეთ ბიზნეს-პროცესებში, როგორიცაა ბილინგი, ანგარიშები და ანგარიშსწორება.
მოსალოდნელია, რომ ტელესაკომუნიკაციო ბლოკჩეინ-პროექტების ბაზრის მოცულობა 2018 წლის შემდგომ, $46.6 მილიონიდან 2023 წლისთვის $993.8 მილიონამდე გაიზრდება.
Telefónica ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაცო კომპანია იყო, რომელმაც მაისში ბლოკჩეინის საშუალებით ურთიეგარიგების ტესტირება გაიარა, იმ მიზნით, რომ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში ხარჯები შეემცირებინათ. ტესტირება დაფუძნებულია კონცეფციის დადასტურებაზე (Poc), COlt Technology Services და PCCW Global-ის თანამშრომლობით შექმნილ ბლოკჩენ-სტარტაპ Clear-ზე.
წაყენებული იყო ამოცანა, რომ საერთაშორისო საბითუმო სერვისებს შორის ურთიერთგარიგების ავტომატიზაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელებულიყო. წინა თვის ბოლოს ტესტირება წარმატებით დასრულდა.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
ისლამური ბანკი შარიათისთვის DLT-გადაწყვეტილებას მიიღებს
IsDB, რომელიც პროექტს საკუთარი შვილობილი კომპანიის, კერძო სექტორის ისლამური კორპორაციის განვთარების საშუალებით გაუშვებს, ცდილობს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტრადიციულ და ისლამურ ბანკებს შორის, სწრაფად და ეფექტურად შექმნას, ამავდროულად არ დაარღვიოს შარიათის ნორმები.
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.