Facebook Inc-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას WhatsApp დანართის მეშვეობით მისცემს. პირველ რიგში, მხედველობაში ინდოეთის ბაზარი მიიღება. Facebook-ი ჯერ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვების სტრატეგიაზე მუშაობს, კასტოდიანის ძებნით არის დაკავებული და მონეტის უზრუნველმყოფი ფიატის შენახვის მეთოდებს განიხილავს.
ყველა დიდი ხანია ელის, რომ Facebook-ი გადადგამს ნაბიჯს საფინანსო სერვისების სფეროში იმის შემდეგ, რაც 2014 წელს კომპანიამ PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი თავის დანართის Messenger-ის გასაშვებად დაიქირავა. მაისში მარკუსი კომპანიის ბლოკჩეინ-ინიციატივების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. LinkedIn-ში მითითებული მონაცემების თანახმად, Facebook-ის ბლოკჩეინ-პროექტების განყოფილებაში დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს. ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook-ი განაწილებული რეესტრების ტექნოლოგიის შესაძლებლობების კვლევით არის დაკავებული.
მობილური შეტყობინებების დაშიფრული დანართი WhatsApp-ი ინდოეთში პოპულარობით სარგებლობს და 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლის. ქვეყანა, ასევე, ფულად გზავნილებშიც ლიდერობს-2017 წელს, მსოფლიო ბანკის განცხადების მიხედვით, ინდოელებმა საკუთარ ქვეყანაში 69 მილიარდი დოლარი გადარიცხეს.
შარშან სტაბილურ მონეტებთან დაკავშირებული კრიპტო-პროექტების ბუმი შეიმჩნეოდა. რაღაც მომენტში, ვებ-გვერდ Stable.Report-ის მონაცემებით,რომელიც სტაბილურ ტოკენებს თვალყურს ადევნებს, ასეთი პროექტების რაოდენობამ 120-ს მიაღწია. სტაბილური მონეტის კონცეფცია მის ფიატზე მიბმაში მდგომარეობს, რაც მონეტას ნაკლებად მერყევს ხდის.
Facebook-ს, რომელსაც 2,5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში, 40 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი, რეგულირების საკითხების გადაწყვეტის მდიდარი გამოცდილება - წარმატებული სტეიბლკოინის შექმნის ყველა შანსი აქვს. ეს იქნება პირველი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია , რომელიც ასეთ პროექტს გაუშვებს.
Facebook-ი ინდოეთში ზრდის უზარმაზარ პოტენციალს ხედავს, რადგან ქვეყანაში 480 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელია, ხოლო 2022 წლისთვის ეს რიცხვი Forrester Research Inc.-ის პროგნოზის მიხედვით, 737 მილიონს მიაღწევს.
მასალების მიხედვით https://www.bloomberg.com
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ში კრიპტოვალუტური Visa ბარათი გამოჩნდება
ჰონკ-კონგური კომპანია, Crypto.com-მა, მანამდე ცნობილი როგორც Monaco-მ, ამერიკულ ბაზრისთვის ახალ VISA ბარათის გამოშვებას გეგმავს. VISA Crypto Card-ი რომლის გაშვებაც იგეგმება და მოგვცემს VISA-ს ქსელში კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებობას, ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ სინგაპურის რეზიდენტებისთვის არის.
საუდის არაბეთი ციფრულ ვალუტას ქმნის
მომავალ წელს საუდის არაბეთი საკუთარ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კრიპტოვალუტა სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ერთად შემუშავდება - არაბთა გაერთიანებული საემიროები.

