სამხრეთ კორეულმა უმსხივილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Bithumb-მა აზიური ბანკისთვის კრიპტოვალუტური საგადასახადო სისტემის შექმნის მიზნით ელექტრონული კომერციის აზიურ გიგანტთან Qoo10-სთან პარტნიორობის შესახებ გუშინ განაცხადა.
სავაჭრო პლატფრომა GMarket-ის ან ჩინური Aliexpress-ის ანალოგიურად, Qoo10-ს ონლაინ-მარკეტები გააჩნია, რომლებიც სინგაპურს, ინდონეზიას, მალაიზიას, ჩინეთსა და ჰონგ-კონგს მოიცავს. CGS-CIMB-ისა და Euromonitor-ის სტატისტიკის მიხედვით, Qoo10 Singapore-მა უკვე სინგაპურის ელექტრონული კომერციის ბაზრის 32.6%-ანი წილი დაიპყრო. მოხმარებლებისთვის ახალი ანგარიშწორების სისტემის შეთავაზება Qoo10-ის პოზიციებს ბაზარზე უფრო გაამყარებს.
თავის მხრივ, Bithumb-ი ამ პარტნიორობით, მსოფლიოს მასშტაბით გადახდის საშუალებების გაფართოებას შეეცდება. როგორც ჩანს, ეს ორი კომპანია უკვე აგვისტოდან თანამშრომლობს და Qoo10-ისა და Bithumb Cache-ს სერვისების ურთიერთთავსებადობის გამოთვლებით იყო დაკავებული.
სერვისი Bithumb Cache სხვადასხვა პროდუქტებისთვის ბირჟაზე შენახული კრიპტოვალუტების გამოყენებით გადაიხდის. მსგავსი თანამშრომლობის წყალობით, მომხმარებლებს Qoo10-ზე პროდუქტის შესაძენად Bithumb Cache-ს სერვისით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.
ეს Bithumb-ისთვის დიდი ნაბიჯია, ხოლო აზიური რეგიონისთვის კრიპტოვალუტის მისაღებად - დიდი ნახტომი. დღეს, Qoo10 - ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და კრიპტოვალუტური გადახდის სისტემის წარმატებული რეალიზაცია აზიური ბაზრის მიერ კრიპტოვალუტის მიღების პროცესს დააჩქარებს.
თვითონ Qoo10 კი, ცოტა ხნის წინ, Ebay-მ 573 მილიონ დოლარად შეიძინა, რამაც მსოფლიოში Ebay-ს გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ გადახდის სისტემა გამართულად იმუშავებს, ამასთან ერთად ნდობას მოიპოვებს და მომხმარებლების პოპულარულობით ისარგებლებს, მაშინ, ექსპერტები ახლო მომავალში Ebay-ზე კრიპტოვალუტის დამატებას არ გამორიცხავენ.
გარდა ამისა, Amazon-ი აშკარად უკან არ ჩამორჩება, ამიტომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ კრიპტოვალუტურ სივრცეში ისიც შემოიჭერება და ღირსეულ პარტნიორებს იპოვის, ან საკუთარ კრიპტოვალუტურ სისტემას შექმნის.
ასევე წაიკითხეთ
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
Western Union-ი კრიპტოვალუტური სერვისების დანერგვას განიხილავს
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.