საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი მარკ დოუ, რომელმაც BTC-ის შარშანდელი გარბენის პიკზე შორთი გახსნა, გუშინ საკუთარი პოზიცია დახურა. ამ ქმედებით მან ერთგვარი სიგნალი გაგზავნა, რომ როგორც იქნა ბაზარმა ქვედა წერტილს მიაღწია. „მე დავიღალე. მომბეზრდა მისი ფასის ნულამდე დასაწევად მუშაობა. აღარ მინდა ამას მოვკიდო ხელი“ - განაცხადა მან Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მართალია მან არ ახსენა არც გრძელი პოზიციების გახსნა და არც ის, რომ ხარის გარბენს ელოდება, უბრალოდ დასძინა, რომ ხედავს ფუნდამენტურ ცვლილებებს ხალხის მიერ კრიპტოვალუტის აღთქმაში.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტური ბაზრის ღირებულება 22 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც უდაოდ ინვესტორების სიხარულს იწვევს. ETH-ის ფასმა ისევ გაარღვია 100 დოლარიანი ნიშნული, რომელიც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ძლიერი საშუალება არის. დიდი კორექციების მიუხედავად, გასული კვირის განმავლობაში ბევრი აქტივის ღირებულება 20 %-ზე მეტად გაიზარდა.
განსაკუთრებით დარწმუნებული ზრდა EOS-მა გამოავლინა, რომლის ფასიც უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში 33 %-ით გაიზარდა. ამჟამად ის საბაზრო კაპიტალლიზაციების რეიტინგში მესამე ადგილზეა. Litecoin-ის (LTC) შემოსავალმა 23 %-ი შეადგინა, XRP და BCH კი - 21 %-ი.
Stellar-ის (XLM) და Bitcoin-ის (BTC) ფასი მხოლოდ 4 % და 9%-ით გაიზარდა შესაბამისად. მოცემული მომენტისთვის ერთადერთი ციფრული აქტივი, რომლის ფასიც დაბლა იწევს ეს Bticoin SV არის. მისი ფასი 3 %-ით დაეცა.
მიუხედავად ამისა, არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებსაც ბაზრის მიმართულების შეცვლა შეუძლიათ, მათ შორის „დაჩქარების და ჩამოყრის“ სქემები.
მაინერმა და საინვესტიციო ბანკირმა ნიკ პუკრინმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხსნიდა რეალურად თუ როგორ შეუძლია საინვესტიციო ბანკირებს შორეულ პერსპექტივაში ბაზრისთვის ზიანის მიყენება. მან ასევე ზარალის მინიმიზაციის საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება.
სტატიაში მითითებული იყო, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით „დაჩქარების და ჩამოყრის“ სქემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მაჩვენებელია, რომ სათანადო რეგულირების არარსებობა ბოროტმოქმდებს მაქინაციების განხორციელების საშუალებას აძლევს.
მასალების მიხედვით cryptocoinspy.com
ასევე წაიკითხეთ
გეიმერებმა 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა გაიტაცეს
ჩიკაგოში გახსნილი სისხლის სამართლის საქმის თანახმად, Call of Duty-ს მოთამაშეთა გუნდის წევრები კომპიუტერების გატეხვასა და $3 მლნ. ღირებულების კრიპტოვალუტის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები. გუნდის ერთი წევრი დოლტონის, ხოლო მეორე კი ბლუმინგტონის მაცხოვრებელია.
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.