Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ამერიკის რეცესიის განმეორების ალბათობა 28% შეადგენს, შემდგომი ორი წლის მანძილზე კი შესაძლოა 60% შეადგინოს და სამი წლის შემდეგ - 80% -ს აღემატოს. ნიუ-იორკის შტატის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე რეცესიის ალბათობა 14,5 % შეადგენს. ეს ციფრი JPMorgan-ის მონაცემებისგან - 60% 2020 წლის ბოლომდე მკვეთრად განსხვავდება.
JPMorgan-ი თავის ანალიტიკურ კვლევაში ყველა იმ მონაცემს ითვალისწინებს, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს. ეს კომპენსაციების ზრდა, მომხმარებლებისა და კომპანიების ნდობის ფაქტორი, და ეკონომიკური აქტივობაა. ამის გამო, JPMorgan-ს მონაცემები ნიუ-იორკის ფედერალური ბანკის მონაცემებისგან ასე მკვეთრად განსხვავდება.
აშშ-ს ეკონომისტთა უმეტესი ნაწილი ვარაუდობს, რომ რეცესია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში მოხდება. ატლანტას შტატის ფედერალური ბანკის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა დეივიდ ალტიგმა განაცხადა, რომ ამერიკელი ანალიტიკოსები ბაზრის კოლაფსს 2020 წლისთვის ვარაუდობენ. ვაჭრობის საკითხები ექსპერთა პოზიციაზე აშკარა ზეგავლენას ახდენენ, ხოლო ფედერალური ბანკის მიერ დაკისრებული საპროცენტო განაკვეთების გამო, აშშ-ს ბაზრის კრახი რეალურად ისახება. ამ ყველაფრის მიუხედავად, კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. ისეთმა საფინანსო ინსტიტუტებმა, როგორებიცაა Fidelity, Goldman Sachs და Citigroup-მა იმ მიზნობრივი ინვესტორებისთვის, რომლებსაც ამ ბაზარში ფულის ჩადება სურთ, ინფრასტრუქტურა შექმნეს.
ექსპერტების განცხადების თანახმად, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების ციფრული ბაზრით და კრიპტოვალუტებით დაინტერესება იმაზე მეტყველებს, რომ შემდგომი რამოდენიმე თვის მანძილზე ბაზარი სწრაფად გაიზრდება.
ფონდ Artisan Global Opportunities მენეჯერის ჯიმ ჰემელის განმარტებით, უკანასკნელი წლების მანძილზე ციფრული გადასახდების ინდუსტრია ექსპონენციალურად გაიზარდა, რამაც ინვესტორების კრიპტოვალუტური ბაზრით დაინტერესება გამოიწვია.
„ამაზეზეგავლენას სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ. პირველ რიგში, ჩვენ სწრაფ ელექტრონულ კომერციას ვადევნებთ თვალყურს, რაც კლიენტებისგან უსაფრთხო ციფრული გადახდების განხორციელებას მოითხოვს. ტრანსსაზღვრული ტრანზაქციების ზრდა და გლობალიზირებული ბაზრის ზეგავლენა ამ ტენდეციის განვითარებას უფრო უწყობს ხელს.“
მასალების მიხედვით https://ccn.com
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
კრიპტოვალუტური კომპანია უსახლკაროებს ეხმარება
Scotcoin-ი 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიყიდული მონეტით მოპოვებული ყოველ 20 გირვანქა სტერლინგიდან 5-ს ქველმოქმედებას შეწირავს.