თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
ადამიანისა და ფულის ევოლუცია
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბლოკჩეინის და ბიტკოინის განვითარება დაახლოებით 70 000 წლის წინ დიწყო, როდესაც ჰომო საპიენსის ბიოლოგიურმა განვითარებამ საკუთარ ლიმიტებს მიაღწია.
კრიპტოვალუტურ ბაზარზე იაპონურმა იენმა აშშ დოლარს გადაასწრო
იაპონურმა იენმა, ბიტკოინ-ფიატის ბაზარზე აშშ დოლარს გადაასწრო და ყველაზე დიდი მოცულობის ვაჭრობის ვალუტა გახდა. Coingills-ის ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისთვის, იენა ბაზრის 48.34% იკავებს, აშშ დოლარი 43.77%. მესამე და მეოთხე ყველაზე დიდად მოვაჭრე ვალუტა კორეული ვონი 6.09% და ევრო 1.07% გახდნენ.