მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში - ბაზარზე დათვური ტრენდის მიუხედავად, ადვოკატების ბიზნესი კრიპტოვალუტურ საქმეებთან მიმართებაში ყვავის. კვლევითი ფირმა Diar-ის თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორმოცდარვა სარჩელი წლის დასაწყისში იყო შეტანილი.
წინა წელთან შედარებით 3 ჯერ მეტი სარჩელია. Diar-ის მკვლევარები თვლიან, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ (SEC) ამ ტენდენციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა - ყველა საქმის 30% კომისიის მიერი იქნა შეტანილი. წინა კვირას კომისიამ გამოააშკარავა ორი კრიპტოვალუტური სტარტაპის კანონდარღვევა, რომლებიც თავიანთი ტოკენები SEC-ში ფასიანი ქაღალდების სახით არ დაარეგისტრირეს.
კომპანიები Paragon და Airfox, რომლებიც წინა წელს ICO-ს ჩატარების შემდეგ დაახლოებით $12 და $15 მილიონი შეაგროვეს, იძულებულები გახდნენ მთელი თანხა ინვესტორებისთვის დაებრუნებინათ, ტოკენი ფასიანი ქაღალდის წესით დაერიგისტრირებინათ და ჯარიმის სახით $250 000 გადაეხადათ.
კომისიამ ასევე “დეცენტრალიზირებული” სავაჭრო პლატფორმის EtherDelta დახურვის პრეცედენტი წარმოადგინა, ვინაიდან არც ის იყო დარეგისტრირებული. პლატფორმის მფლობელმა ჯარიმის სახით SEC-ს $300 000 გადაუხადა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტური თაღლითების დევნა, რა თქმა უნდა მისასალმებელია, Diar-ის მკვლევარების თქმით, მსგავსი თაღლითობის სხვა კომპანიებთან შედარებით, ჯარიმების ოდენობა მაინც მცირეა
მაგალითად, მარტში SEC-მა Bank of America-ს ფინანსური მენეჯმენტის წარმომადგენელს მერილა ლინჩს, $1.2 მლნ ჯარიმა დააკისრა, $38 მილიონის დაურეგისტრირებელი აქტივების გაყიდვისთვის.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".