ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
ფულის გადმოყრისას ვონგი გაურკვეველ ლოზუნგებს ყვიროდა, რომელიც FCC-ს და სავაჭრო რბოლის დაწყებას უკავშირდებოდა.
ამ დრომდე უცნობია, თუ რას უწოდებდა ჩინგი FCC-ს, მაგრამ ადგილობრივი მას-მედიის საშუალებები აცხადებენ, რომ ვონგი თავს რობინ ჰუდს უწოდებს და ის „მდიდრებს ართმევს და ღარიბებს ურიგებს“. გარდა ამისა, ახალგაზრდა Mr. Coin-ი თვლის, რომ ბიტკოინის შესახებ მსოფლოს უნდა უამბოს, რადგან ის თავს ღმერთად აღიქვამს.
თვითმხილველების თქმით, „ფულის წვიმა“ მილიონზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადგილზე მოსული პოლიციის განცხადებით, მათ 5000 ჰონკონგური დოლარის (639 აშშ დოლარი) აკრეფა მოახერხეს. თუ სად გაქრა დანარჩენი ფული - გაუგებარია და პოლიციასაც არ გააჩნია რაიმე ვერსია.
როგორც ჩანს, ბიტკოინ-ენთუზიასტი პოლიციის ჩარევამ გაამხიარულა და მას თავისი დაკავების ვიდეო Facebook გვერდზე Live-ი ჰქონდა გაშვებული. ის პოლიციის მანქანიდანაც ჩაგვერთო და მიმდინარე მოვლენებს აღწერდა, ხოლო პოლიციის მოთხოვნა, შეეწყვიტა ვიდეოგადაღება, დააიგნორა. ვონგმა ტრანსლაცია განცხადებით დაასრულა და აღნიშნა, რომ ის არ დაზარალებულა და მას კიდევ ბევრი ფული დარჩა.
ვონგ ჩინგ კიტმა თავისი ქონება, რომელიც უთვალავი მილიონით არის შეფასებული, კრიპტოინდუსტრიაში შარშან დააგროვა. თუმცა, ჰონკონგის ადგილობრივი კრიპტოსაზოგადოების წარმომადგენლები მას თაღლითს უწოდებენ.
ბევრი თვლის, რომ მან „ფულის წვიმა“ თავისი პროექტისადმი - FileCash Coin (FCC) ყურადღების მისაქცევად მოაწყო. ვონგს Facebook გუნდი ემსახურება, რომელსაც Epoch Cryptocurrency უწოდებენ და ისინი ვონგის საეჭვო პროექტების წინ წაწევას ცდილობენ.
ასევე წაიკითხეთ
პარიზში სწავლის საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით შეიძლება
პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.
CryptoKitties მოგბეზრდათ? კრიპტოზღარბები შეაგროვეთ
Hedgie (ზღარბები), ასე ეწოდება თამაშს, რომელმაც პრე-სეილ ვერსია სულ ახლახანს გაუშვა. ამიერიდან მოყვარულებს კრიპტოკოლექციონერებისთვის Ethereum-ზე დაფუძნებულ ახალი თამაშით - Hedgie დატკბობა შეუძლიათ.