ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.
Dash-ის ახალი რეკორდი - 3 მილიონი ტრანზაქცია ერთ დღე-ღამეში
მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.

