როგორც ჩანს, ხანდახან, სხვადასხვა დაწესებულება და მმართველი ორგანო ბევრ დროს ხარჯავს, რათა გაარკვიონ თუ როგორ განახორციელონ ბიტკოინის კლასიფიცირება, ვიდრე შეიმუშაონ საჭირო გამჭირვალე კანონები მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ს წარმომადგენლების თქმით, ბიტკოინი უკვე ინვესტიციების ინსტიტუციონალური კლასი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ბიტკიონი წარმოადგენს იგივე აქტივს, როგორიცაა აქცია, ქონება, საქონელი ან ფული. ბანკის თანამშრომლებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს, როდესაც გააანალიზეს მსხვილი ინვესტორების მიერ 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის გამოყენება.
ანალიტიკოსების თქმით, ასეთი კლასიფიკაცია მეტად ზუსტია, გატეხვების, ალტკოინებთან კონკურენციისა და, ასევე, ბაზრის მერყეობის გათვალისწინებით. ისინი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ბიტკოინი აღარ არის მხოლოდ გადახდის ან ფინანსური სისტემა, ამის მაიგვრად, ის ცალკეული დამოუკიდებელი აქტივის კლასი გახდა.
ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ბანკები რამდენიმე ხანია ბიტკოინის გამოყენებას ტესტირებას უტარებენ . ზოგიერთი თვლის, რომ ისინი ემზადებიან ბიტკოინ ETF გაშვებისთვის.
ბიტკოინის კლასიფიცირება, როგორც აქტივის, არც ისე შორია თავდაპირველი ნაკამოტოს კლასიფიცირებისგან.
თუმცა, სატოში ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ ბანკები ციფრული აქტივის ძირითადი მფლობელები გახდებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ
ცუგი - ევროპის ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ტექნიკური ცენტრია
შვეიცარიული ქალაქი ცუგი, ამ ეტაპზე, ევროპის ყველაზე ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება და სადაც „შვეიცარიული კრიპტო-ველი“ არის განლაგებული. წინა კვირას, ლონდონის საინვესტიციო კომპანიის Atomico-ს ანგარიშში სახელწოდებით „ევროპული ტექნოლოგიების მდგომარეობა“, ცუგი წამყვან ქალაქად დასახელდა.
პროცესი დაიძრა. ჰეჯ-ფონდები იხურება
2017 წელს ბიტკოინი 100% მაღალ ფასში ვაჭრობდა და ბევრი ინვესტორი და ინსტიტუცინალური ფირმა ახალ ციფრულ ოქროში დიდ სახსრებს დებდა. ახლა კი, ბიტკოინმა თავის ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა, რის შედეგადაც ბევრი ჰეჯ-ფონდი, რომელსაც თანხები ბიტკოინში ჰქონდა ჩადებული - დაიხურა ან იხურება.