ცოტა ხნის წინ დელევერის შტატში, კომპანია OsiaNetwork-ი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში (FEС) კითხვით წარსდგა, არის თუ არა კანონიერი კრიპტოვალუტური მაინინგის პულები, რომლებიც სახსრებს პოლიტიკური კამპანიების მხარდასაჭერად გამოიმუშავებენ.
ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი კრიპტოვალუტისადმი დიდ ინტერესს იჩენენ. Public Integrity-ის გამომცემლობის თანახმად, ცხრა ფედერალურმა კანდიდატმა და პარტიამ, ჯამში 2017-2018 წელს თითქმის $570 000 მიიღეს. ეს უზარმაზარი ნახტომია წინა წლებთან შედარებით. პოლიტიკურმა კომიტეტებმა 2016 წლის არჩევნებისთვის ციფრულ ვალუტაში დაახლოებით $25 000 მოაგროვეს, $38 000 - 2014 წლის არჩევნებისთვის.
OsiaNetwork-ის თანამშრომლებს სურთ მიაღწიონ, რომ “პოლიტიკურად მოტივირებული მაინერები” განიხილოს როგორც, პოლიტიკური მოხალისეობრივ პროგრამად და არა პოლიტიკურ ინვესტიციად."
კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, ეს მეტ წილად გამჭირვალობის საკითხია, ვინაიდან პოლიტიკური დაბანდება თითო კანდიდატზე შეზღუდულია $2700-ზე და ანგარიშებში არ აისახება. მოხალისეობრივ საქმიანობას არ აქვს შეზღუდვა, ხოლო ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
FEC-ის წინასწარი ანგარიშის თანახმად, კომისია განხილვას აპირებს და ამ საკითხს დეკემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.
წარსულში, FEC-ი კრიპტოვალუტისადმი რამდენიმე მოთხოვნას განიხილავდა, მაგრამ ბევრმა მათგანი პასუხის გარეშე დარჩა. 2014 წელს კომისიამ პოლიტიკურ კომიტეტებს ნება დართო, ბიტკოინის სახით $100-მდე მიეღოთ .
მასალების მიხედვით publicintegrity.org
ასევე წაიკითხეთ
ნორვეგიელი მაინერები სუბსიდიების გარეშე დარჩნენ
ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიტკოინის ფასის დაკლების ფონზე, მოგების არ არსებობის გამო, მაინინგის კომპანიები იძულებულები არიან დახურონ მაინერები. ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან კრიპტოვალუტური მაინერები ელექტროენერგიის ჩვეულებრივ გადასახადს გადაიხდიან.
კენიელი მაინერები მზის ენერგიას იყენებენ
ბიტკოინის და ეთირიუმის მაინინგისთვის კომპანია Bithub Africa-მ მზის ენერგიის გამოყენება დაიწყო. კენიაში მდებარე მცირე მოცულობის მაინინგური საწარმოს დამფუძნებლისა და მთავარი აღმასრულებელი დირექორის ჯონ კარანიას განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ მოცემული ტექნოლოგია მთელს აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება და გარემოსთვის მაინინგის ზიანის შესახებ არსებულ სტერეოტიპს დაამსხვრევს .