Bitmain-ის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი. მას, მომხმარებლების მიერ შეძენილი Antiminer S9-ს საშუალებით, ბრალად ედება მაინინგი.
ლოს-ანჯელესის მკვიდრი, გორ გევორკიანი Bitmain-ის წინააღმდეგ მთავარ მოსარჩელედ გამოდის. გევორკიანმა Antiminer S9 2018 წლის იანვარში იყიდა. ეს მოწყობილობა Bitmain-ის მიერ - კრიპტოვალუტური დანადგარების უმსხვილესი მწარმოებელია.
სარჩელი უამრავ დეტალს ითვალისწინებს, რაც Bitmain ASIC-ის პირვანდელ კონფიგურაციას შეეხება. ზემოთხსენებულის თანახმად, მანამდე, Bitmain ASIC დაბალ ენერგომოხმარების რეჟიმზე ირთვებოდა, სანამ მომხმარებელი წინასწარ ინსტალაციას არ დაამთავრებდა და არ დაიწყებდა კრიპტოვალუტის გამომუშავებას. როცა დამონტაჟება დამთავრდებოდა და მყიდველის ექაუნთს მიებმეოდა, მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა მაინინგის პროცესი და სრულ სიმძლავრეზე მუშაობა.
როგორც გევორკიანი იწრმუნება, Bitmain-მა ASIC-ხელსაწყოების გაშვების პროცედურა ისეთნაირად შეცვალა, რომ მომხმარებლის ექაუნთის მიბმამდე მოწყობილობა მაქსიმალურ სიმძლავრეზე თავიდანვე იწყებს მუშაობას და გრძელდება კონფიგურაციის დასრულების ბოლომდე. ამასთან, Antiminer S9-ის ინიციალიზაციის პროცესი შეიძლება რამოდენიმე საათიდან, რამოდენიმე დღემდე გრძელდებოდეს და ამ დროის მანძილზე მოწყობილობა კრიპტოვალუტი გამომუშავების რეჟიმში მუშაობს. გარდა ამისა, Bitmain ASIC-ის მოწყობილობის ექაუნთის კონფიგურაცია საკუთარი Bitmain-ისმოხმარებლის ანგარიშზე, თავისივე სერვერზე, Antpool-ზეა დაკავშირებული . ამგვარად, კონფიგურირების პროცესში მოწყობილობა Bitmain-ისთვის კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, ხოლო მომხმარებელი გადასახადებს იხდის.
თუ სარჩელი დადასტურდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კომპანიას. ამის საფასური კი 5 მილიონ დოლარამდე ადის, მსოფლიოს გარშემო ყველა მოტყუებული მაინერებისგან. სარჩელის შეტანისთვის გაერთიანებულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, მაგრამ საუბარია ასობით და ათასობით მყიდველზე. თუ გამოვთვლით მთლიან გაცემულ ჰეშ-სიმძლავრეზე, რაც Bitmain-ის სასარგებლოდ გაიცა, ციფრი არც ისე მცირე გამოვა.
ჯერ ადრეა საუბარი, შეძლებენ თუა არა მაინერები თავისი პრეტენზიის დამტკიცებას, მაგრამ თუ სასამართლო მათ არგუმენტებს მიიღებს, Bitmain-ის სერიოზული ბრალი ედება არასინდისიერი ბიზნესის მართვის პრაქტიკაში, ასევე, არასამართლიანი ბაზრის გაჯერებისა და კონვერსიისთვის.
ასევე წაიკითხეთ
CEO $251 მილიონის ღირებულების მაინინგ ფერმის აშენებას გეგმავს
კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.
მაინინგის კომპანია Giga Watt-მა გაკოტრების პროცედურის ინიცირება მოახდინა
წინა დღეებში, აშშ-ს კომპანიამ ბანკროტად გამოაცხადა თავი და აღიარა ვალების გადახდის შეუძლებობა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად კომპანია Giga Watt-ის აქტივები 50 ათას დოლარად ფასდება, ვალი კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდეა, გარდა ამისა კომპანიას 50-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს, რომლებიც ვალების დაბრუნებას ელოდებიან