არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს. ილინოისის შტატის პროკურატურა ავრცელებს, რომ, არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში მცხოვრები 24 წლის ჯოზეფ კიმს, კრიპტოვალუტასთან თაღლითობის ბრალდებით, 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, მან Bitcoin-ის და Litecoin-ის 600 000 დოლარის ექვივალენტი ყოფილ დამსაქმებელსა და 540 000 დოლარი საკუთარ ნაცნობებს მონეტების სახით მოპარა.
კიმი ჩიკაგოში კომპანია Consolidated Trading=ში, ტრეიდერის დამხმარედ მუშაობდა.
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის პლატფორმა გახსნა. ამ პლატფორმაზე მუშაობისას, კიმმა საკუთარი ნავაჭრის დანაკარგები კომპანიის საკუთრებაში არსებული Bitcoin-ის და Litecoin-ის მოპარვით გადაფარა. შემდეგ მან დაიწყო მეგობრებისგან ფულის სესხება, იმის მიზეზით, რომ იგი პირადი განცხადების საფუძველზე წამოვიდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომდენიმე მათგანმა საპენსიო დანაზოგიც კი ასესხეს.
კიმმა ერთ-ერთ ბრალდებაზე აღიარებითი ჩვენება მისცა, ვინაიდან მის წინააღმდეგ ოთხი ინვესტორი და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია გამოდიოდა.
აშშ-ს პროკურორის თანაშემწეებმა, სუნილ ჰარჯანმა და შერი მაკლენბურგმა განაცხადეს “მიუხედავად კრიპტოვალუტური ვაჭრობის სირთულისა, სისხლის სამართლის სისტემა მოვაჭრეებსა და საინვესტიციო მრჩეველებს თაღლითობისთვისა და მოპარვაზე პასუხიგებლობაში მიეცემა”
2018 წლის ივნისში, ლოს-ანჯელესის 50 წლის მკვიდრი ტერეზა ტეტლის 30 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, რადგან მან Bitcoin-ტრანზაქციით, ნარკოტიკების შეძენა მოახერხა.
ტეჰასის შტატის რეზიდენტს 21 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, პონცის ოთხ თაღლითურ მაინინგის კომპანიის სქემაში მონაწილეობისთვის. საერთო ჯამში ინვესტორებისგან მან 9 მილიონი დოლარი მოიპარა. პატიმრობის გარდა, თაღლითმა დაზარალებულებს 9,1 მილიონი დოლარი უნდა დაუბრუნოს.
თუმცა, კრიპტოვალუტური დანაშაულის ყველაზე მძიმე სასჯელად 24 წლის როს იულიამ ულბრიხტის სასჯელი ითვლება, რომელსაც წინასწარი შეწყალების უფლების გარეშე Silk Road-ში მუშაობისთვის მიესაჯა.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
მობილური აპლიკაციების გამოყენება ტრეიდინგისთვის სახიფათოა
კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიის Positive Technologies სპეციალისტებმა, ტრეიდინგის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები არასანუგეშო აღმოჩნდა.
კანადაში ჰაკერების შეტევისა და უსახსრობის გამო კრიპტოვალუტური ბირჟა იხურება
კანადურმა კრიპტობირჟა MapleChange-მ ტვიტერში ჰაკერების მხრიდან გატეხვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ოფლაინში გავიდა. უსახსრობის გამო მომხმარებლებს ზარალი არ აუნაზღაურდება და ამიტომ პლატფორმამ მოღვაწეობა მთლიანად შეწყვიტა .