ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
ჰაკერულ შეტევამდე Coincheck-ი იაპონიის უმსხვილეს ბირჟად ითვლებოდა. შეტევამ, რომლის შედეგად Coincheck-ი 58 მილიარდ იენით (511 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა, ვაჭრობის შეწყვეტა აიძულა. ბირჟამ თავის კლიენტებს, ბაზრის დაცემის წინ, აქტივების გაყიდვის საშუალება არ მისცა.
FSA თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბირჟა ონლაინ-ბროკერმა Monex Group-მა შეისყიდა, კომპანიამ კლიენტების ინტერესებზე ზრუნვის და სისტემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გააუმჯობესა.
2017 წელს იაპონიამ გადახდის საშუალებების შესახებ კანონს გადახედა, რათა კლიენტთა ინტერესები დაეცვა და ფულის გათეთრება აეცილებინა თავიდან. ასევე, მთავრობამ კრიპტოვალუტური ბირჟების ლიცენზირების სისტემას გადახედა. Coincheck-ს ლიცენზიის მიღებამდე დროებით ვაჭრობა უკვე ნებადართული ჰქონდა.
გატეხვის შემდეგ, FSA-მ ბირჟას რეკომენდაციები ორჯერ გაუგზავნა, სადაც ბიზნეს-ოპერაციების, მომხმარებლების დაცვის სისტემის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებას ურჩევს.
ამ მომენტისათვის Coincheck-ი იმ კრიპტოვალუტებს განიხილავს, რომლებსაც თავის ლისტინგში დაუშვებს. კრიპტოვალუტური ბაზრის დაცემის შემდეგ, Coincheck-მა თავის კლიენტებს, კომპენსაციის სახით, 46 მილიარდი იენი გადაუხადა.
FSA-ს მხრიდან Coincheck-თვის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება, სხვა ასობით კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესს მისცემს იმპულსს, რომლებიც მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამიტომ, FSA თავის გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის და Coincheck-ის ბიზნეს-გეგმებს, ჰაკერული შეტევების და სხვა სახის თაღლითობის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ყურადღებით შეისწავლის.
მასალების მიხედვით asia.nikkei.com
ასევე წაიკითხეთ
OKEx-მა Binance ჩაანაცვლა და ვაჭრობის მოცულობით პირველ ადგილზე გავიდა
კრიპტობირჟა OKEx-მა სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობით Binance-ს მნიშვნელოვანი დისტანციით გადაუსწრო, რომელმაც რეიტინგის უმაღლესი საფეხური დაკარგა, 50% ვაჭრობის მოცულობის შემცირებით, Huoibi-მ მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს