ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა რეკორდულად დაბალ დონეზეა. გვერდითი მოძრაობა გრძელდება.
BTC/USD
ამ კვირის დასაწყისი წყნარი აღმოჩნდა. დასვენების დღეების შემდეგ, ვაჭრობის მოცულობა არ გაზრდილა და BTC-ის ფასი ვიწრო დიაპაზონში აგრძელებს მოძრაობას, პირველსააპრილო 6427.16USD მინიმუმის გასწვროვ.
ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ მცირე მოცულობის ვაჭრობის პირობებში, მოძრაობა გვერდულა დერეფანში გაგრძელდება. წინამორბედი ვარაუდი ვექტორის მიმართულების ორკვირიანი წონასწორობის მდგომარეობის გამოსავლის თაობაზე, ჯერ კიდევ ძალაშია.
ETH/USD
Ethereum-ის ფასმა კონსოლიდაციისთვის ფსიქოლოგიური ფასის დონე აირჩია - 200 დოლარი ეთირის სანაცვლოდ. ვაჭრობის მოცულობა დაბალ დონეზე რჩება და წყვილი ცდილობს 200.00USD მხარდაჭერის დონის ქვემოთ არ დაეშვას. სავარაუდოდ, ეს ტენდეცია დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება. პროგნოზი, ფასის შესაძლო წლის მინიმუმამდე დაშვებისა, ჯერ კიდევ აქტუალურია.
XRP/USD
Ripple-ს ფასი მახრჩობელა გველივით ფიბონაჩის ნულოვან დონეს 0.450USD-ს არის შემოხვეული, თანდათანობით დიაპაზონის შევიწროვებით.გვერდულიდან გამოსავალი გვიახლოვდება, მაგრამ ვაჭრობის მცირე რაოდენობა ჯერ სათანადო ბიძგს ვერ განაპირობებს, რომ არასტაბილურობა გააძლიეროს. ვიწრო დერეფნიდან გამოსავალი საკმარისი ვარაუდით შემცირებული 0.300USD დონისკენ იქნება მიზანმიმართული .
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მიხედვით არის მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 26.12.2018-სთვის
თუ საშუალო ფასების დონეზე დილანდელი მაქსიმუმის კლებას მხარდაჭერა არ შეხვდება, უკუქცევა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 13.12.2018-სთვის
რა მომენტამდე შენარჩუნდება ფასის აღდგენა მიზნობრივი წინააღმდეგობის დონეებთან და რა არის დაუნ-ტრენდის გაგრძელების ნიშანი? შევეცდებით გავარკვიოთ დღევანდელ მიმოხილვაში.