დილით, ალტკოინების ფასის კლება ახალი ძალებით განახლდა. იმ აქტივებმაც კი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ გვერდულში დღე გადაეგორებინათ, გახვრიტეს მხარდაჭერის დონეები და მინიმუმები განაახლეს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასმა გუშინ მოახერხა იასამნისფერ დერეფანში დაყოვნება და კაპიტალიზაციის დონის $4.3 მილიარდზე შენარჩუნება. ამან CoinMarketCap-ის რეიტინგში BCH-ის მეხუთე ადგილზე გადაწევა განაპირობა. მაგრამ დღეს დილით XLM/USD წყვილმა აქტიური დაკლება განაგრძო და მოცემული მომენტისთვის ქვედა იასამნისფერი დერეფნის ქვედა საზღვარი (0.208 USD) გახვრიტა. უახლოესი მხარდაჭერის დონე 0.181 USD დონეზეა. შეინარჩუნებს თუ არა Stellar Lumen-ი ამ დონის რე-ტესტის შემდეგ ტოპ-კაპიტალიზაციის მიხედვით მეოთხე ადგილს? ბოლო სამი საათის განმავლობაში კაპიტალიზაციამ $500 მლნ. დაიკლო და ამჟამად $3.8 მლრდს შეადგენს.
BCH/USD
გუშინ BCH-მა მეორე ცდით 380.00 USD-ს მხარდაჭერა გახვრიტა და შემცირება განაგრძო, სანამ დილით 235.00 USD წერტილში მინიმუმს არ მიაღწია. ასეთმა ფასის კლებამ გამოიწვია კაპიტალიზაციის დაკლება $3.5 მლრდმდე და CoinMarketCap-ის რეიტინგში მეოთხე ადგილის დამშვიდობება. დღევანდელი მინიმუმის წერტილიდან ერთი საათის განმავლობაში წყვილმა მოახერხა 300.00 USD მხარდაჭერასთან აღდგენა, მაგრამ ნეგატიური განწყობა ჯერ ფასს დათვური წნეხის ქვეშ ამყოფებს. დღის დასასრულისთვის, წნეხმა შეიძლება იკლოს და ფასი 330.00 USD მიდამოში აღდგეს.
EOS/USD
დღეს დილით EOS-მა გახვრიტა 4.00 USD ფსიქოლოგიური დონე და ინტენსიურად იკლებდა გლობალური მინიმუმისკენ 3.470 USD წერტილში. ასხლეტვა და კონსოლიდაცია 3.650 USD თავზე შეიძლება. ეს ის ფასების სივრცეა, სადაც წინა წლის დეკემბერში, EOS-ს საიმედო პლატფორმა ჰქონდა ხუთდოლარიანი საზღვრის მისაღწევად.
LTC/USD

Litecoin-ის ფასი დღეს 30.00 USD-ს მხარდაჭერის დონის შემოწმებასთან ახლოს დგას. ბოლოს ფასი ამ დონეზე 2017 წლის ივნისში იყო. იქნება თუ არა ეს დონე გლობალური დაუნ-ტრენდის ძირი თუ დათვებს სხვა მიზნები აქვთ ამასთან დაკავშირებით? ვვარაუდობთ, რომ ამ დონიდან ლაითის სანაცვლოდ 36 დოლარზე ასხლეტვა შეიძლება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.11.2018-სთვის
როგორც ჩანს დათვებმა გუშინ შეისვენეს. ბაზრის კრიზისი შევიწროებად კონსოლიდაციაში შეჩერდა.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 12.11.2018-სთვის
ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?