გამყიდველების ზეწოლა გრძელდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ბევრი ალტკოინის ფასი 2018 წელს ახალ მინიმუმამდე დაეცემა.
TRX/USDამ დროისთვის, მონეტის ფასის მოძრაობაში სითამამე შეიგრძნობა, მისი ფასი წინა კვირის განმავლობაში 18%-ით გაიზარდა. ახლა კი TRX საბაზრო კაპიტალიზაციის მე-11 ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ TRX/USD დათვური პატერნის თანახმად ვაჭრობს და გამყიდველები ბაზარს აკონტროლებენ, მათთვის ფასის წინა კვირის მინიმუმამდე დაწევა შეუძლებელია, ეს კი 1.5 ცენტის ზემოთ ხარული გარბენის ალბათობას ზრდის.
ჩვენი წინამორბედი გეგმის თანახმად, ველოდებით, რომ ფასი 3 ცენტს ასცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დათვები ფასს 28 ნოემბრის მინიმუმების დაბლა ჩაწევენ, მათ შემდეგი მიზანი, მონეტის არსებობის ისტორიაში, 24 იანვარის წერტილში, ყველაზე დაბალი ღირებულების რე-ტესტი გახდება.
XMR/USDისევე როგორც BTC და LTC, Monero-ს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა გააჩნია პირადულობის დაცვის გამო, რომელსაც მონეტა უჭერს მხარს. ახლა ამ მონეტის განაღდება შვეიცარიის რამოდენიმე ბანკომატიდან შეიძლება.
მიუხედავად ამისა, გრაფიკულ გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ XRM/USD დათვური პატერნის მიხედვით ვაჭრობს, პირველში მთლიანად აკონტროლებდნენ ბაზარს და ფასი 25 ნოემბრის $70-ზე დაბლა დაწიეს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლონგის განთავსებას გთავაზობთ, ეს არის დამაჯერებელი გარღვევა $70-ზე ზემოთ, ჩვენი მხარდაჭერის დონეზე. ამ მომენტამდე, თუ ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენ $20-მდე დაკლებას ვვარაუდობთ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.12.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმებზე ბაზარი დაუნ-ტრენდში მობრუნდა. დაღმსვლა და კონსოლიდაცია უახლოვეს მხარდაჭერის დონეებთან დაწევისკენ აგრძელებს სვლას.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის 14.11.2018-სთვის
ალტკოინების ბაზარზე ფასების შემცირებამ ჯერ მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწია. საკვანძო მხარდაჭერების რე-ტესტის შემდეგ, შესყიდვები შეიძლება განახლდეს.