კრიპტოვალუტის ბაზარზე ფინანსური გიგანტის - Fidelity-ს გამოჩენის მეორევე დღეს, ფონდების მმართველმა - მარკ იუსკომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დარგი სწრაფადგანვითარებად ბაზრად მალე იქცევა.
„ჩვენ ვთვლით, რომ საფონდო ბაზარი „დათვური ტრენდის“ პირას დგას“ - პარასკევს მან გამომცემლობა FOX Business-თან განაცხადა .
ჩვენი აზრით, კრიპტოვალუტებს ხარული წინსვლის პერსპექტივა გააჩნიათ.
72 წლის გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომლის კლიენტთა აქტივები 7,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ორშაბათს ახალი პროექტი - „Fidelity-ს ციფრული აქტივების მომსახურება“ (Fidelity Digital Asset Services) გაუშვა.
„ჩვენი მიზანია - ბიტკოინის მსგავსი ციფრული აქტივები ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გავხადოთ“ - Fidelity Investments-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ებიგეილ პ. ჯონსმა განაცხადა.
Fidelity-ი ბაზარზე იმ მომენტში გამოჩნდა, როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6500$ იყო. ამასთანავე, მარკ იუსკომ განაცხადა, რომ სკეპტიკური განწყობებისა და თაღლითობების მრავალი შემთხვევის მიუხედავად, ის და სხვა რამოდენიმე ინვესტორი მხარს უჭერენ კრიპტოვალუტებს, განსაკუთრებულად კი ბიტკოინს.
„ჩვენ გვიყვარს ბიტკოინი და ვთვლით, რომ ის ციფრული ოქროა“, - განაცხადა მან. „საბოლოო ჯამში ბიტკოინი, შესაძლოა, სარეზერვო ვალუტადაც კი იქცეს. Ethereum-ი კი, ხშირ შემთხვევაში, პროტოკოლის ან პლატფორმის როლს ასრულებს. იგი ერთგვარი World Wide Web-ია“.
მასალების მიხედვით https://www.foxbusiness.com
ასევე წაიკითხეთ
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.
რუსეთის დუმაში განაცხადეს რომ ბიტკოინი რუსმა „თავკომბალებმა“ შექმნეს
რუსეთის სახელმწიფო დუმაში თვლიან, რომ ბიტკოინის შექმნის უკან რუსი პროგრამისტები დგანან, გამოყენებით კი მას ამერიკული სპეც-სამსახურები იყენებენ. თუმცა ციფრულ ვალუტებზე უარის თქმას ეს სულაც არ ნიშნავს. სამრეწველო შპიონაჟი შესაძლოა რუსეთს IT-ინდუსტრიის განვითარებაში დაეხმაროს.