ასოციაცია Blockchain for Europe ახალი ტექნოლოგიებისა და ევროპელებს შორის ცნობიერების ამაღლებისთვის, მარეგულირებელთან დაიწყებს თანამშრომლობას.
კრიპტოვალუტური კომპანიები იაზრებენ, რომ მარეგულირებლის მიღება გარდაუვალია და მათი საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა შეუძლია. მარეგულირებლებისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარებისთვის - შესაბამისი სარგებელის მისაღებად, ოთხმა უმსხვილესმა კრიპტო-კომპანიამ ჩამოაყალიბეს ევროპაში განვითარებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აღიარების ჯგუფი.
დღეს Ripple-მა, NEM-მა, Fetch-მა და Cardano-მ შექმნეს Blockchain fo Europe ასოციაცია, რომელიც გახდება პირველი საიმედო მცდელობა ევროპაში ბლოკჩეინ ინდუსტრიის ერთიანი კავშირი"
Blockchain for Europe იმუშავებს ევროკავშირის კომპანიებთან და უზრუნველყოფს, რომ ახალმა რეგულაციამ არ შეუშალოს მათ საქმიანობას და არ დააბრკოლოს ინოვაცია. ჯგუფი ასევე აპირებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბუნებასა და პოტენციალზე, ევროკავშირის მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას .
ინტერნეტში გავრცელებული დიდი რაოდენობით არასაიმედო ინფორმაციის გათვალისწინებით, შემეცნებითი მასალა უკეთესად დაეხმარება ხალხს გაერკვიოს ამ საკითხში. ჯგუფმა ასევე ჩაატარა პირველი სამიტი. მათი განცხადებების თანახმად, ღონისძიებამ ოთხი უმსხვილესი ევროკავშირის საპარლამენტო ჯგუფი დააინტერესა.
"ეს განსაკუთრებული შესაძლებობაა ევროპის ტექნოლოგიის მიმართ პოლიტიკაზე ზეგავლენის, რომელსაც ბიზნესის მართვის სტრუქტურისა და სხვა სფეროს გაუმჯობესება შეუძლია", - განაცხადა Fetch.Al.-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ტობი სიმფსონმა.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
ვისკი ბლოკჩეინზე? ყველაფერი შესაძლებელია
Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.
პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტალურ blockchain-პლატფორმის გამოყენებით არჩევნები ჩატარდა
დასავლეთ ვირჯინიაში ექსპერიმენტალური არჩევნები blockchain-პლატფორმაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამ შტატის ამომრჩევლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხმის მიცემის პროცედურა მობილური მოწყობილობების მეშვეობით გაირეს. პირველად ისტორიაში, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საპილოტო პროქტში სმრტფონები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია და blockchain-ტექნოლოგიები ერთდროულად იყო გამოყენებული, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს.