არც თუ ისე დიდი ხნის წინ ფორკ Bitcoin Cash შედგა, ახლად შექმნილი ბლოკჩეინები პოტენციურ პრობლემებს კი უკვე შეეჯახნენ. მალევე, მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინ BSV (nChain-ის ფორკი Bitcoin Cash) ბაგისგან დაზარალდა, რომელმაც ქსელი ორ ნაწილად გაჰყო, BAB-ის (BitcoinABC) დეველოპერებმა განახლება გამოუშვეს, 51% შეტევის საფრთხეს მთელს ქსელს უქმნის.
მანამდე ბლოკჩეინი ABC კლასიკური ალგორითმის Proof-of-Work-ის იმედად იყო, თუმცა განახლების შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი „ჩეკპოინტები“ გაჩნდა, რომლებიც იმ თავდასხმისგან დასაცავად არის შექმნილი, რომლის დროს ბოროტმოქმედები ქსელს ატყუებენ.
ABC -ს თავდაცვის სიზუსტის საზომ ახალ ნიმუშად ყოველ მეათე მოპოვებულ ბლოკს იყენებს. თუკი მაინერი ქსელში იმ ბლოკს დაინახავს, რომელიც ABC ბლოკჩეინის „ჩეკპოინტზე“ შენახულ ვერსიას არ ემთხვევა, ის ამ ბლოკს ავტომატურად უარყოფს.
თუმცა ამ ცვლილებამ შესაძლოა ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის არასასურველი გაცემა, ასევე ქსელის სხვა შეფერხება გამოიწვიოს. სისტემური ანალიტიკოსის, ერიკ უოლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ბოროტმოქმედი ბლოკჩეინ ABC-ს საერთო გამოთვლითი სიმძლავრის (ჰეშრეიტის) 50 პროცენტზე მეტს აკონტროლებს, მას „ნამდვილი“ ბლოკების რეორგანიზაციის გზით 10 ბლოკების გაყალბება შეუძლია.
იმ შემთხვევაში, თუკი ჰაკერი თავდასხმას იმ მომენტში განახორციელებს, როდესაც ქსელი 10 ბლოკს იპოვის და მის ვერიფიკაციას მოახდენს, ბლოკჩეინ ABC ქსელის დაყოფას განიცდის. ეს ნიშნავს, რომ მოცემული მომენტისთვის ABC ბოროტად გამიზნული განშტოების მიმართ დაუცველია.
ექსპერტების შეფასებებით, მოცემული მომენტისთვის ჰაკერს მაინინგისთვის $27 000 ღირებულების საჯარო მოწყობილობების გამოყენებით ქსელ ABC--ის ეფექტური კონტროლი შეუძლია. აღსანიშნავია, რომ თუკი ჰაკერს მხოლოდ ერთ Antminer S9-ზე ექნება წვდომა, ფარული მაინინგის ორი წლის თავზე ის შესაძლოა ქსელისთვის რეალურ საფრთხედ პოტენციურად იქცეს.
ტრანზაქციების გადამუშავებების შეჩერების შემდეგ, თავდამსხმელს ქსელის „გაყინვა“, ბლოკებში ცვლილებების შეტანა, ასევე ორმაგი ხარჯვის შესაძლებლობის მიღება შეუძლია.
ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მხოლოდ ერთი (თუნდაც არა ყველაზე დიდი) მაინინგ რიგის ფლობის შემთხვევაშიც კი, ABC-ს მთელი ქსელის დაზარალება მხოლოდ ერთ ბოროტ ზრახვებს შეუძლია.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.
დონალდ ტრამპმა ბიტკოინის მომხრეს თეთრი სახლის აპარატით ხელმძღვანელობა დაავალა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის ცნობილი მომხრე მიკ მალვანი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა. ამჟამად ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ფიგურაა და მის მიმართ თქვენი სიმპათიის თუ სიძულვილის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია უზარმაზარ სარგებელს ნახავს იმისგან, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოენთუზიასტს აშშ-ს პრეზიდენტზე გავლენა ექნება.

