Globe-ს ფინანსური გამომცემლობის პუბლიკაციის თანახმად, რაანანში კვლევითი ცენტრი Bitmaintech Israel-ი, კრიპტოვალუტური საერთო ბაზრის ვარდნის გამო, იხურება.
ყველა, 23-ვე თანამშრომელი, მათ შორის Bitmain-ის გაყიდვებისა და მარკენტინგის ვიცე-პრეზიდენტი გადი გლიკბერი, განთავისუფლებულნი იყვნენ თანამდებობიდან. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფირმა დამატებითი კვლევითი სამუშაოსათვის ცენტრში 40 ადამიანის აყვანას აპირებდა.
ინფორმაციის თანახმად, გლიკბერმა თანამშრომლებს განუცხადა:
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტური ბაზარი საკმაოდ შესუსტდა, რამაც Bitmain-ი აიძულა მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობისთვის გადაეხედა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად, ბიზნესი გარდაექმნა.
BitmainTech Israel განყოფილება 2016 წელს გაიხსნა და ბლოკჩეინზე კვლევებითა და, ასევე, კომპანია Sophon-ისთვის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით იყო დაკავებული.
კრიპტოვალუტური ბაზრის გახანგრძლივებულმა დათვურმა ტრენდმა შემცირება სხვა ფირმებშიც გამოიწვია. წინა კვირას ConsenSys-მა თავისი თანამშრომლების 13% გაათავისუფლა, მიზეზად ბიზნეს პრიორიტეტების შეცვლა დაასახელა. წინა თვეში კი ბლოკჩეინ სტარტაპ Steemit-მა თანამშრომლების დაახლოებით 70% გაუშვა სახლში, ვინაიდან კომპანიის შემოსავალმა Steem-ის ზრდადი ნოდების ექსპლუატაცია ვერ დაფარა.
ასევე წაიკითხეთ
გეიმერებმა 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა გაიტაცეს
ჩიკაგოში გახსნილი სისხლის სამართლის საქმის თანახმად, Call of Duty-ს მოთამაშეთა გუნდის წევრები კომპიუტერების გატეხვასა და $3 მლნ. ღირებულების კრიპტოვალუტის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები. გუნდის ერთი წევრი დოლტონის, ხოლო მეორე კი ბლუმინგტონის მაცხოვრებელია.
ბულგარელი ჩინოვნიკები უკრაინელებისგან ქრთამს Bitcoin-ში იღებდნენ
ბულგარეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პასპორტების უკანონო გაცემის ბრალდებით, მთავრობის ორი წარმომადგენელი დააკავეს, რომლებიც თავისმხრივ გაწეული უკანონო ქმედებისთვის ქრთამს კრიპტოვალუტაში იღებდნენ.