ბრიტანული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, კრიპტოვალუტური სავაჭრო პლატფორმის Bitmex-ის თანადამფუძნებელი 34 წლის ბენ დელო, პირველი ბრიტანელია, რომელმიც მილიარდერი კრიპტოვალუტის მეშვეობით გახდა.
გამოცემა The Sunday Times-ის ონფორმაცით, კოლეჯის ყოველწლიურ გამოცემაში ბენ დელომ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - „სტუდენტი, რომელიც მილიონერი გახდება“ და „სტუდენტი, რომელიც ციხეში ჩაჯდება“.
2005 წელს ბენმა ოქსფორდში მდებარე ვუსტერის კოლეჯი სპეციალობით, „მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები“ წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ, ბენი კომპანია IBM-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი - ჰონკონგში გადასახლდა და ბანკ JP Morgan-ში მუშაობდა.
2014 წელს ბენ დელომ, სემიუელ რიდთან და არტურ ჰეისთან ერთად, კრიპტოვალუტური პლატფორმა Bitmex-ი დააარსა. სავაჭრო პლატფორმის შექმნის პროცესს ბენი ასე აღწერს: „ამ სტარტაპზე მუშაობას 4 წელი დავუთმე. ხანდახან დღეში 18 საათი ვმუშაობდი“.
თავდაპირველად, კომპანიის კაპიტალი საკმაოდ მოკრძალებული იყო. ბენი და მისი მეუღლე Airbnb-ზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მაკდონალდსში იკვებებოდნენ. მილიარდერის თქმით, ის, უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მსგავსად, მოკრძალებული ცხოვრების წესს მიყვება და ქველმოქმედებისთვის თანხებს რეგულარულად წირავს.
Bitmex-მა პოპულარობა მალე მოიპოვა, რადგან მომხმარებლებს მაღალეფექტურ კრიპტოვალუტურ კონტრაქტების გაფორმებას თავაზობდა. Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტურ ბირჟებს შორის, Bitmex-ს ვაჭრობის მოცულობების ყველაზე მაღალი მაჩვენებილი აქვს.
ამ ეტაპზე, დღე-ღამის განმავლობაში, პლატფორმა $2,55 მილიარდს ვაჭრობს, რაც მეორეადგილოსან ბირჟა Coinex-ის ვაჭრობის მოცულობას $900 მილიონით აღემატება, ხოლო მესამეადგილზე მყოფი ბირჟის Binance-ს მოცულობას $1,1 მილიარდით აღემატება.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
სნოუდენი კრიპტოვალუტებს მხარს უჭერს, მაგრამ მათ ალგორითმებს აკრიტიკებს
პროექტ ACLU-ს წარმომადგენელთან ბენ ვიზნერთან ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა ადამიანების მხრიდან კრიპტოვალუტის ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ რწმენას რამდეჯერმე გაუსვა ხაზი. ფიატური ვალუტები, სინამდვილეში, საკუთარ ნომინალად არ ღირს. მთავრობა, რომელიც ვალუტას უშვებს, მისი ნომინალური ღირებულების გარანტად გამოდის.
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.