ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.
19 ოქტომბერს ესპანეთის ფინანსთა მინისტრმა მარია ჰესუს მონტერომ განაცადა, რომ თუ კანონპროექტს საბოლოოდ მიიღებენ, ქვეყნის საგადასახადო სისტემის ანგარიშგების 720 დადგენილების თანახმად, კრიპტოვალუტაში დაბანდებული თანხები დეკლარირებას დაექვემდებარება, მათ შორის საზღვარგარეთ დაბანდებული ინვისტიციებიც. გდასახადების თავიდან აცილების ყოველი ფაქტი 5000 ევროთი დაჯარიმდება.
ესპანეთში კრიპტოვალუტების რეგულაციები გაურკვეველი რჩება, რაც მთელევროკავშირში უფრო ფართოდ აისახება.
ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტებით მიღებული შემოსავალი ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადით არის დაბეგრილი. ციფრული ვალუტით განხორციელებული ოპერაციები კი დღგ-თი არ იბეგრება.
2016 წლის ესპანეთის ხელისუფლებამ მაინგებით დაკავებული კომპანიებს ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგსტრირება და საშემოსავლო გადასახადის გადახდა დაავალა. ამგვარად, ხელისუფლებამ აღიარა, რომ კრიპტოვალუტის გამომიშავება ეკონომიკური საქმიანობაა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კანონის ეს ნორმები გაუქმდა.
დღეისათვის კრიპტოვალუტების მაინინგი არ იბეგრება, თუმცა გაურკვეველია თუ რა მოხდება მომავალში.
თებერვალში ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ განაცხადეს, რომ ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტები გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენენ. ამ განცხადებაში ისინი ინვესტორებსაც აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ასეთი ინვისტიეციები თაღლითობით და დანაკარგებით დასრულდეს.
ასევე წაიკითხეთ
ესტონეთმა კრიპტოკომპანიებისთვის 900-ზე მეტი ლიცენზია გასცა
ესტონეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტისადმი ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანა გახდა. ქვეყანამ უკვე კრიპტოვალუტური ბიზნესის წარმოებისთვის 900-ზე მეტი ლიცენზია გასცა.
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს