ფასიანი ქაღალდების და ბირჟების ამერიკულმა კომისიამ (SEC) გადაწყვიტა საბოლოოდ გაერკვეს თუ რა შემთხვევაში შეიძლება კრიპტოვალუტების ფასიან ქაღალდებთან გაიგივება.
ფინტექს სექტორის განვითარებისკენ მიმართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, SEC-ის კორპორატიული ფინანსების განყოფილების დირექტორმა, უილიამ ჰინმანმა განაცხადა რომ, კომისიას გადაწყვეტილი აქვს ავტორებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები გამოაქვეყნოს. სწორედ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შედგება ტოკენების შემოთავაზებები. მოცემული რეკომენდაციები დაეხმარებიან ავტორებს დამოუკიდებლად გარკვიონ იმაში, წარმოადგენს თუ არა მათი ICO ფასიანი ქაღალდების შემოთავაზებას.
ჩვენ გვინდა შევიმუშაოთ მარტივი და გასაგებ ენაზე დაწერილი დოკუმენტი, გავიგოთ წარმოადგენს თუ არა ტოკენების შემოთავაზება ფასიანი ქაღალდების შემოთავაზებას, და არის თუ არა მისი ექვივალენტური.
თუ ჩვენს რეკომენდაციებთან გაცნობის შემდეგ, ავტორებს გაუჩნდებათ კითხვები ამ ექვივალენტურობასთან დაკავშირებით, მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ SEC-ის განყოფილებასთან ტელეფონით დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის მიღება. SEC-ის მიერ განხილული საკითხები ტოკენების აღრიცხვას, შენახვას და შეფასებასაც მოიცავს. დოკუმენტში, ასევე, განხილული იქნება მეორად ბაზარზე მიმდინარე ოპერაციები, რათა ავტორებს და მეწარმეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავს SEC-ი ტოკენების პირვანდელი შემოთავაზების შემდეგ.
ჯერ კიდევ ივლისში, SEC-მა დღეისათვის უკვე არარსებულ ტოკენთან, DAO-სთან დაკავშირებით, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და DAO ფასიან ქაღალდად გამოაცხადა. ის Ethereum-ის ბლოკჩეინზე მოქმედებდა. კომისიამ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ტოკენების გაყიდვისას ფასიანი ქაღალდების შესაბამისი კანონები უნდა მოქედებდეს. ამასთანავე, თვით სამ ჰინიმანმა განაცხადა, რომ თავისი აზრით, ეთერი - Ethereum-ის ქსელის კრიპტოვალუტაა და არა ფასიანი ქარალდი.
მასალების მიხედვით coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
CFTC-ი სმარტ-კონტრაქტების კოდერებს პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს
დუბაიში გამართულ GITEX Technology Week-ის 38-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე აშშ-ში სასაქონლო ფიუჩერსებით (CFTC) ვაჭრობის კომისიის წარმომადგენლი ბრაიან კვინტეცი, „მოვლენებზე გათვლილი კონტრაქტების“ შემქმნელების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი ზომების მიღების წინადადებით გამოვიდა.
GDPR გაურკვევლობა Blockchain კომპანიების წუხილს იწვევს
ინტერნეტ სააგენტო Digital Catapult-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ციფრული ტექნოლოგიების სექტორში არსებული არაგამჭვირვალე რეგულირება ქვეყნის ბლოკჩეინ კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.