არც ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ კანონშისაშემოსავლო გადასახადების თაობაზე ცვლილებები შეიტანა. ამიერიგან განახლებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1–ელ იანვარს შევა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ გადასახადებსაც მოიცავს.
აღნიშნული ცვლილების შეტანას კანონში უფრო ადრე აპირებდნენ, მაგრამ პოლონეთის კრიპტოვალუტური თანამეგობრობის მიერ კრიპტოვალუტურ ტრანზაქციებზე გადასახადების გავრცელების გადაწყვეტლების გაპროტესტების შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერდა.
კანონპროექტში, რომელიც პრეზიდენტთან დასამტკიცებლად გააგზავნეს, რამდენიმე საკვანძო პუნქტია მოყვანილი. პოლონური გამომცემლობა Kryptowaluty–ის ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პოზიცია კრიპტოვალუტის კონვერტაციას ეხება. ცვლილებაში ხაზგასმულია, რომ კრიპტოტრანზაქციებზე აგდასახადები არ გავრცელდება.
მიუხედავად ამისა ციფრული აქტივის გამოყენებისას „სერვისზე, საკუთრებაზე, საგადასახადო ინსტრუმენტზე ან საქონლზე“ გადაცვლისას პოლონეთის მოქალაქეს 19 %-იანი გადასახადის დაფარვა მოუწევს. „ფიატის ან სხვა არაციფრული აქტივების“ გაყიდვიდან მიღებული თანხა ინვესტიციებს და კაპიტალდაბანდებას გაუთანაბრეს. საგადასახადო ბეგარის მოცულობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ერთნაირი იქნება.
დაწყებული მომავალი წლიდან, პოლონეთის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან კრიპტოვალუტის გამოყენებით შესრულებული ყველა შესყიდვის შესახებ დეკლარაციაში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანონ.
რაც მთავავარია ისეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი როგორიც ციფრული აქტივების გაყიდვაა, ე.წ. „სოლიდარობის გადასახადით“ დაიბეგრება იმ შემთხვევაში თუ საწარმოს მოგება 1 მილიონ ზლოტს აღემატება. ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება დამატებითი 4 %-იანი პუნქტი.
მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები კრიპტოვალუტური მოგების დაბეგრვის ერთგვარი კომპლექსური მეთოდია, პოლონეთის კრიპტოვალუტური თანამეგობრობის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი რჩება.
ყველა შესრულებული კრიპტოვალუტური ტრანზაქციიდან 1 %-ის გადახდის ვალდებულების აღების შემთხვევაშიც კი თეორულად ტრეიდერს გადასახადებზე ყველა თავისი ციფრული ფინანსების დახარჯვა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
საქართველო აპირებს ბლოკჩეინი ფისკალურ სისტემაში დანერგოს
მრავალი ქვეყნის ხელისიფულება, განსაკუთრებით კი საქართველოს, აღნიშნავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალს საგადასახადო სისტემაში. პრემიერ-მინისტრი, ტექნოლოგიების ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის, რამაც უნდა გაზარდოს გათვითცნობიერება მასზე, ასევე მოუტანოს დიდი სარგებელი ქვეყანას.
ესპანეთის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტის მფლობელებისგან გადასახადს ითხოვს
ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.