აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას

წინა წელს და განსაკუთრებულად Bitcoin-ის დეკემბრის რალის დროს, ბაზრის მაღალმა ვოლატილობამ განაპირობა, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ბირჟა Bitfinex და Tether Ltd გუნდის საქმიანობის შემოწმება.

ფედერალური პროკურორები ეჭვობენ, რომ Bitcoin, Tether და Bitfinex-ის გამოყენებით ჩახლართული ქსელები, შესაძლოა, ბაზარზე ფასების უკანონო მანიპულირებისთვის იყო გამოყენებული.

იუსტიციის სამინისტროს ეჭვები დაემატა, უკვე არსებულ, შარშან დაწყებულ, გამოძიებას, რომელსაც აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) ატარებს.

როგორც Tether Ltd., ასევე Bitfinex-იც ეჭვმიტანილნი არიან ციფრული აქტივების საბაზრო მანიპულაციებში და კრიპტოვალუტურ ბაზარზე ხელოვნური აქტივობის შექმნაში, რათა სტეიბლკოინ Tether-ის გამოყენებით, ფასი აემაღლებინათ. მარეგულირებელი ორგანოები ფიქრობენ, რომ Tether-ს Bitcoin-ის საყიდლად კრიტიკულ მომენტებში იყენებდნენ, როდესაც ციფრული ტოკენების ფასი ეცემოდა.

მთავარი კითხვა, რომელსაც აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გასცეს - განაპირობა თუ არა ციფრული აქტივების მკვეთრი გაძვირება მოთხოვნის ფაქტორმა, თუ, საბაზრო ტრიუკების გამოყენებით,  ფასი ხელოვნურად იყო აწეული. CFTC-თან ერთად, პროკურორებმა რამოდენიმე სავაჭრო სტრატეგია შეისწავლეს, მათ შორის სპუფინგი - სხვა ტრეიდერების მოტყუების და აქტივების ყიდვა/გაყიდვის იძულების მიზნით, ბაზარზე დიდი რაოდენობით ყალბი ორდერების შემოტანის პრაქტიკა. რეგულატორები თვლიან, რომ, შესაძლებელია, Tether-ი Bitcoin-ის საყიდლად 2017 წლის გადამწყვეტ პერიოდებში იყო გამოყენებული. მათი აზრით, Bitcoin-ის 1400 პროცენტით გაძვირება, ამ მანიპულაციებთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო Tether Ltd.-ს ახალი მონეტების ემისიას და მათი ბაზარზე Bitfinex-ის გამოყენებით დაყრის საკითხს იძიებს. კომისიის ძირითად ყურადღებას ჰონგ-კონგში Tether Ltd და Bitfinex-ის მმართველი გუნდი იპყრობს.

არსებული ინფორმაციით, არც იუსტიციის სამინისტრო და არც CFTC-ი გამოძიების შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. გარდა ამისა, კომპანიებს ბრალი წაყენებული ჯერ არ აქვთ. Tether Ltd და Bitfinex-ის წარმომადგენლებიც დუმან. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სტაბილური მონეტების Bitcoin-ის მკვეთრ რალებზე შესაძლო ზეგავლენის გამოძიება - რთული სათქმელია

ასევე წაიკითხეთ

21002018-12-03

GDPR გაურკვევლობა Blockchain კომპანიების წუხილს იწვევს

ინტერნეტ სააგენტო Digital Catapult-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ციფრული ტექნოლოგიების სექტორში არსებული არაგამჭვირვალე რეგულირება ქვეყნის ბლოკჩეინ კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.

რეგულატორები
27772018-12-18

იტალიის ხელისუფლება ინვესტორებს თაღლითებისგან იცავს

იტალიის ხელისუფლება, ადგილობრივი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, ორ საეჭვო კრიპტოპროექტში ინვესტიცია დროებით აკრძალა. საზოგადოებრივი საკითხების ეროვნულმა კომისია (CONSOB) რამოდენიმე ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე მიუთითებს, რომლებზეც მან პოტენციურად ყალბი ტოკენების Bitsurge-ს და Green Energy სერტიფიკატების გაყიდვა აკრძალა.

რეგულატორები, ICO

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან რეგულატორები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

69992018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
47322018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
38382018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
37772018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain
37582018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი