ამ თვის განმავლობაში Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ კომპანია Bitmain-მა, თავის „პარტნიორობის“ შესახებ ჩანაწერების კომენტარებში რეკლამა განათავსა, რომელშიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტური ტრანზაქციის შესრულებას სთავაზობს. პოსტი საეჭვოდ გამოიყურებოდა და გვერდის დაჰაკვის ეჭვიც მალევე გაჩნდა.
თავისთავად, ეს კომენტარები Bitmain-ის წარმომადგენლებს არ დაუწერიათ და ეს თაღლითების ნახელავია. კომპანიის წარმომადგენლებმა Facebook-ზე შემდეგი განცხადება გაავრცელეს:
ადამიანები ჩვენი პროფილების ჩანაწერებს ხშირად აყალბებენ და Bitmain-ის სახელით სარგებლობენ. ჩვენ ასეთი გვერდების დახურვას ვცდილობთ, თუმცა, მათ ადგილას ახალი ყალბი გვერდები ჩნდება.
ამ კვირის განმავლობაში Facebook-ზე მსგავსი კომენტარები The Verge-ს იმიტირებულ გვერდზეც გამოჩნდა. ამ გვერდის პოსტების თანახმად, მომხმარებელს უფასო კრიპტოვალუტას „მისამართის დასადასტურებლად“ ერთი ტრანზაქციის სანაცვლოდ სთავაზობენ.
თაღლითობის სქემა საოცრად მარტივია და, ამავდროულად, ძალზედ ეფექტურიც. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებელმა ბიტკოინ-საფულის აწყობა თუ მოახერხა, შესაბამისად ის ტექნიკურად მომზადებული უნდა იყოს, რომ ასეთ ელემენტარულ აფერას არ წამოეგოს. მაგრამ, ფეიკ გვერდების გამრავლების დინამიკა იმის მაჩვენებელია, რომ ეს საქმე თაღლითებისთვის საკმაოდ მომგებიანია.
ამ წლის დასაწყისში თაღლითები, მომხმარებლებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, ილონ მასკის, მარკ ცუკერბერგის და შერილ სენბერგის სახელით ქმნიდნენ Facebook გვერდებს.
ამასთან დაკავშირებით Facebook-მა განაცხადა, რომ ყველანაირად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას. როგორც ჩანს, კომპანია მონიშნულ პოსტებს შლის, მაგრამ გაუგებარია, თუ რა უსაფრთხოების ზომებს მიმართავს Facebook-ი თაღლითური ქმედებების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად. მაგალითად, წინა თვის განმავლობაში Facebook-ის მომხმარებლები ხშირად ხედავდნენ არარსებული კრიპტოვალუტის ფასიან რეკლამებს.
მასალების მიხედვით www.theverge.com
ასევე წაიკითხეთ
ბოტ-ქსელები DDoS-ატაკიდან ფარულ მაინინგზე გადავიდნენ
2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.