Bitfinex-ის ბირჟამ Bitcoin Cash-ის განცალკევებული ქსელის ტოკენებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. შესაბამისი ფორკი 15 ნოემბერსაა დაგეგმილი. ვაჭრობისთვის ტოკენები გამოშვებამდე ხელმისაწვდომია და მათ დოლარებთან და ბიტკოინებთან წყვილებში გვთავაზობენ (BAB/USD, BAB/BTC, BSV/USD და BSV/BTC). გასულ კვირაში Poloniex-მა ორი შემოთავაზებული ფორკით ვაჭრობა დაიწყო Bitcoin Cash – Bitcoin Cash ABC (BCHABC) და Bitcoin Cash SV (BCHSV).
გამომდინარე იქიდან, რომ საერთო ჯამში ფორკს ორ სხვადასხვა ქსელთან Bitcoin Cash ABC და Bitcoin Cash SV ექნება კავშირი, და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ BCH-ის ბაზრებზე მოკლე მარჟინალური პოზიციების მოცულობის და რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა, ბირჟა Bitfinex-მა განცალკევებული ქსელის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ამ ნაბიჯით მან მანიპულირების რისკი შეამცირა და ბაზარზე ოპტიმალური სიტუაციის შენარჩუნება შეძლო.
ამიერიდან Bitfinex-ი და Poloniex-ი ერთადერთი ბირჟებია, რომლებიც კლიენტებს ფორკების ტრეიდინგს გამოშვებამდე სთავაზობენ. ექსპერტთა აზრით, სპეკულაციური თავისებურების გამო, აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ამ ტოკენებმა გარკეული კითხვები შეიძლება გამოიწვიონ.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის დასკვნის თანახმად, სპეკულაციურ მოკლე გაყიდვებში „გამყიდველი სესხულობს ან უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების სესხებას დროით, რომელიც არ არის საკმარისი აქტივის მყიდველისთვის გადაცემისთვის, სტანდარტული სამდღიანი პერიოდის განმავლობაში“. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, SEC-მა აშშ-ს ტერიტორიაზე დაუფარავი მოკლე გაყიდვების პრაქტიკა აკრძალა.
მიმდინარე კვირაში Bitcoin Cash-ის ფორკზე გამდიდრების პერსპექტივა არარეალური აღმოჩნდა, ვინაიდან ტრეიდერებს და ინვესტორებს მის რეალობაში ეჭვი შეეპარათ - მოცემული ჰეშ-ომი ხაფანგია თუ რეალური შესაძლებლობა. მსოფლიოში სიდიდით მე-4-ე კრიპტოვალუტა ერთ დღეში თითქმის 1 %-ით გაიზარდა და 528,01 აშშ დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. შესაბამისად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 9,22 მლრდ დოლარის ზღვარზეა.
მასალების მიხედვით sludgefeed.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური ბირჟა CoinChek-ი XRP ტოკენებით ვაჭრობას აღადგენს
FInancial Magnets-ის მონაცემებით, ბირჟა CoinCheck-მა კლიენტებს აცნობა, რომ 2018 წლის იანვარის ჰაკერულ თავდასხმამდე არსებული ყველა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის აღდგენას აპირებს, რომელიც კომპანიას ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა. სხვა საკითხებთან ერთად, მომხმარებლებს ისევ შეეძლებათ ჩარიცხონ, გაანაღდონ და გაყიდონ კომპანია Ripple-ს ალტკოინები - XRP და Facton (FCT).
OKEx-ი 38 დაბალლიკვიდურ სავაჭრო წყვილს ამოშლის
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა OKEx-მა განაცხადა, რომ დაბალლიკვიდური ტოკენების დელისტინგს მოახდენს. პირველი 50 დაბალი ვაჭრობის შემცველი წყვილი, შარშან ოქტომბრის თვეში წაიშალა პლატფორმიდან.