რეიტინგული კრიპტოვალუტური ბირჟა Binance მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებას განაგრძობს, რითიც თავის მომხმარებლებს ანერვიულებს. ამჯერად Binance ბირჟის მომხმარებლებს ბელორუსიიდან მომსახურებაზე უარს უცხადებს.
გასულ კვირას სერვისის რეგისტრირებულმა ბელორუსმა კლიენტებმა ირანის გზავნილების მსგავსი ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს.
Binance ამ მომხმარებლებს ბირჟიდან საკუთარი სახსრების გატანას ურჩევს, ვინაიდან ანგარიშების მომსახურეობას წყვეტს. შეზღუდვების ამოქმედების კონკრეტულ ვადებს ბირჟა არ უთითებს და აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთული აქტივების კონტროლის სამმართველოს მოთხოვნებს ასრულებს და ბელორუს მომხმარებლებს ირანელ და ზიმბაბველი ტრეიდერებთან ერთად ერთ ხაზში სვამს, რომლებიც აშშ-ს ეკონომიკური სანქციების ქვეშ ხვდება.
დღეს OFAC სანქციების ქვეშ 10-ზე მეტი სახელმწიფო ხვდება და Binance-მა შესაძლოა ამ იურისდიქციიდან ნებისმიერს საკუთარი მომსახურეობის გაწევაზე უარი განუცხადოს.
ბელარუსი ევროპის ქვეყნების იმ მცირე რიცხვში შედის, რომლებმაც კრიპტოვალუტური წესები მიიღეს. მარტში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანება № 8 შევიდა ძალაში, ამ თვის დასაწყისში კი დეტალური ნორმატიული ბაზა დამტკიცდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიერ იყო შემოთავაზებული. ნორმატიულმა დოკუმენტებმა მინსკის ზემოაღნიშნულ პარკში რეგისტრირებული კრიპროვალუტური და ბლოკჩეინ კომპანიების საქმიანობის ლეგალიზება მოახდინა.
თუმცა მაღალი ტექნოლოგიების პარკში გაცვლითი კრიპტოვალუტური პლატფორმები არ არსებობს და Binance-ის გადაწყვეტილება მომსახურეობის შეზღუდვის შესახებ ბელორუსებს მონეტების ყიდვის და გაყიდვის საშუალებას გაურთულებს.
ასევე წაიკითხეთ
ფონდ Tron-მა და ჯასთინ სანმა ქველმოქმედებას მილიონები შესწირეს
სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.