ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
ჰაკერულ შეტევამდე Coincheck-ი იაპონიის უმსხვილეს ბირჟად ითვლებოდა. შეტევამ, რომლის შედეგად Coincheck-ი 58 მილიარდ იენით (511 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა, ვაჭრობის შეწყვეტა აიძულა. ბირჟამ თავის კლიენტებს, ბაზრის დაცემის წინ, აქტივების გაყიდვის საშუალება არ მისცა.
FSA თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბირჟა ონლაინ-ბროკერმა Monex Group-მა შეისყიდა, კომპანიამ კლიენტების ინტერესებზე ზრუნვის და სისტემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გააუმჯობესა.
2017 წელს იაპონიამ გადახდის საშუალებების შესახებ კანონს გადახედა, რათა კლიენტთა ინტერესები დაეცვა და ფულის გათეთრება აეცილებინა თავიდან. ასევე, მთავრობამ კრიპტოვალუტური ბირჟების ლიცენზირების სისტემას გადახედა. Coincheck-ს ლიცენზიის მიღებამდე დროებით ვაჭრობა უკვე ნებადართული ჰქონდა.
გატეხვის შემდეგ, FSA-მ ბირჟას რეკომენდაციები ორჯერ გაუგზავნა, სადაც ბიზნეს-ოპერაციების, მომხმარებლების დაცვის სისტემის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებას ურჩევს.
ამ მომენტისათვის Coincheck-ი იმ კრიპტოვალუტებს განიხილავს, რომლებსაც თავის ლისტინგში დაუშვებს. კრიპტოვალუტური ბაზრის დაცემის შემდეგ, Coincheck-მა თავის კლიენტებს, კომპენსაციის სახით, 46 მილიარდი იენი გადაუხადა.
FSA-ს მხრიდან Coincheck-თვის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება, სხვა ასობით კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესს მისცემს იმპულსს, რომლებიც მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამიტომ, FSA თავის გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის და Coincheck-ის ბიზნეს-გეგმებს, ჰაკერული შეტევების და სხვა სახის თაღლითობის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ყურადღებით შეისწავლის.
მასალების მიხედვით asia.nikkei.com
ასევე წაიკითხეთ
ახალი დეცენტრალიზებული ბირჟა Bithumb ამოქმედდა
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის მეორე უმსხვილესმა ბირჟა Bithumb-მა ახალი დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX) ოფიციალურად გახსნა. ამ ახალი ინიციატივის განხორციელება One Root Network (RNT)-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც დეცენტრალიზებული ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტექნოლოგია Ethereum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი წარმოადგინა.
Binance-ი ბირჟა WEX-თან დაკავშირებულ ყველა ანგარიშს ყინავს
Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.