დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე დასახლებაში ელიზავეტოვკა კრიპტოვალუტურ საინვესტიციო პორტფელთან ექსპერიმენტი გრძელდება. დასახლების მოსახლეობას პირველი დივიდენდები უკვე დაერიცხა.
ელიზავეტოვკის სოფლის თავმჯდომარემ მაქსიმ გოლოსნოიმ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, კრიპტოვალუტაში Cardano (ADA) 534 დოლარის ოდენობის პირადი ინვესტიცია ჩადო და ელიზავეტოვკას ტერიტორიაზე მცოხვრებ თითო მოსახლისთვის ერთი კრიპტოერთეული შეიძინა. კრიპტოვალუტის შეძენა 14 ცენტად მოხდა. თვენახევრის შემდეგ გოლოსნოიმ შეძენილი მონეტების ნაწილი უკვე 0,39 აშშ დოლარად გაყიდა. შედეგად, არა მხოლოდ საწყისი კაპიტალი დაიბრუნა, არამედ გარკვეული მოგებაც ნახა და ინვესტიცია 1392 აშშ დოლარად აქცია.
ამჟამად კი თავმჯდომარემ მოსახლეობას დივიდენდებზე საკუთარი უფლების შესახებ შეახსენა. თითოეულ მოსახლეს 100 გრივნა ეკუთვნის.
კრიპტოენთუზიასტი პირველ მიღწეულ საინვესტიციო წარმატებაზე გაჩერებას არ გეგმავს. მისი აზრით, სოფლის მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი კრიპტოვალუტა. შესაბამისად, „კრიპტოსოფლის“ თითოეულმა მოსახლემ, მომავალ წელს, დივიდენდების სახით, შეიძლება 2000-2000 გრივნა მიიღოს.
მომავალ წელს, მიღებული ფულით მოსახლეობა ადგილობრივი გზების შეკეთებას გეგმავს. გარდა ამისა, მაქსიმ გოლოსნოი იტოვებს იმედს, რომ ის შეძლებს კიევის ხელისუფლების დარწმუნებას მსგავს პროექტებში ბიუჯეტური სახსრები ჩადონ.
ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის ლეგალიზების საკითხი წინ არ წაწეულა. სამი კანონპროექტი რადაში თავის განხილვის რიგს ელოდება. მუშავდება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები და კონცეფციები, მაგრამ ციფრული აქტივებისთვის იურიდიული ბაზის შექმნის საკითხი მორიგჯერ გადაიდო.
ასევე წაიკითხეთ
Dash-ის ახალი რეკორდი - 3 მილიონი ტრანზაქცია ერთ დღე-ღამეში
მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.
ჰოლივუდში ჯონ მაკაფის შესახებ ფილმს გადაიღებენ
კინემატოგრაფიის ვეტერანი მაიკლს კიტონი, სკანდალურად ცნობილი ადვoკატის - ჯონ მაჯაფის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებს. ამ ადამიანმა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით მილიონები იშოვა. მთავარ როლში კიტონი ჯონი დეპს ჩაანაცვლებს, რომელმაც მაკაფის როლს ალღო ვერ აუღო.