ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: ვეშაპები უოლ-სტრიტიდან მოხერხებულად მანიპულირებენ ბაზრით
უოლ-სტრიტზე განთავსებული კომპანიები მოხერხებულად მანიპულირებენ საჭირო კრიპტოაქტივის ფასით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კურსის გაზრდის ან შემცირების მიზნით აქტიურ მედია პროპაგანდას ეწევიან.
$1 მილიონად შეძენილი ბიტკოინის ოპციონები მალე საერთოდ გაუფასურდება
ოპციონების, რომელიც სავაჭრო პლატფორმა LedgerX-ზე თითქმის $1 მილიონად, შარშან ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, შეძენილი მოქმედების ვადა 2018 წლის 28 დეკემბერს იწურება. იმისთვის, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ბიტკოინის ფასის ღირებულების გაზრდას $50000-მდე ვარაუდობდნენ, მოგება ნახონ, აქტივის ფასმა 1400%-ით უნდა მოიმატოს.