ბირჟა Nasdaq-ი ცდილობს, 2019 წლის პირველ კვარტალში კონტრაქტების ჩასაშვებად, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
Bitcoin-ფიუჩერსებმა მალევე დაიპყრეს ფინანსური მსოფლიო და მსხვილი ბროკერული კომპანიების წინააღმდეგობა გამოიწვიეს, როდესაც CME Group Inc.-მა და Cboe Global Markets Inc.-მა ფიუჩერსებთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ფორმალობების ამოშლის დაჩქარებული პროცესი გამოიყენეს, რათა შარშან დეკემბერში კრიპტო-ბუმის პიკზე კონტრაქტები სწრაფად გამოეტანათ ბაზარზე. მიუხედავად დიდი იმედების, რომ Bitcoin-ფიუჩერსები ინსტიტუციური ინვესტიციების ახალ ერას შექმნიდნენ, ასეთი ფიუჩერსებით ვაჭრობა არც ისე შედეგიანი გამოდგა, ხოლო კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად დაეცა.
ჯერ კიდევ იანვარში, Nasdaq ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადენა ფრიდმანმა განაცხადა, რომ ბირჟა განიხილავს, თუ როგორ გახადოს კონტრაქტები კონკურენტებზე უკეთესი. Nasdaq-ის ფიუჩერსები სხვადასხვა ბირჟებზე Bitcoin-ის ფასს დაეყრდნობიან, რაზეც ინფორმაციას კომპანია VanEck Associates Corp.-ი მიაწვდის.
Nasdaq - ერთადერთი ბირჟა არ არის, რომელიც Bitcoin-დირივატივებით ვაჭრობას აპირებს. კომპანია Intercontinental Exchange Inc.-მა, რომელიც ბირჟა New York Stock Exchange-ს ფლობს, ასევე განაცხადა, რომ ფიუჩერს კონტრაქტებს 24 იანვრიდან გაუშვებს.
მასალების მიხედვით https://www.bloomberg.com
ასევე წაიკითხეთ
Huobi-მ დაანონსა რუსეთის ფილიალის გახსნის თარიღი
7-8 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, "Blockchain Life" Huobi Russia-ს მმართველმა სერგეი გრაჩევმა და Huobi Global-ის დირექტორმა ედვარდ ჩენმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილი კრიპტოვალუტური პლატფორმა Huobi, 12 ნოემბერს რუსეთში თავის ოფისს გახსნის.
ბელორუსები ბირჟა Binance-ს მომსახურებასთან წვდომას კარგავენ
რეიტინგული კრიპტოვალუტური ბირჟა Binance მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებას განაგრძობს, რითიც თავის მომხმარებლებს ანერვიულებს. ამჯერად Binance ბირჟის მომხმარებლებს ბელორუსიიდან მომსახურებაზე უარს უცხადებს.